აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვევა. როგორც BBC აღნიშნავს, ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ ქალაქს 1945 წლის დაბომბვის შემდეგ ესტუმრება.
არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს მთიან ყარაბაღს, – განაცხადა აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
რუსული მედიის ცნობით, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გამარჯვების დღე იმის გამო არ მიულოცა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგის სათანადო დონე არ არსებობს.
გერმანული პრესის ცნობით, მიუნხენში მომხდარი თავდასხმის დროს ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა ივნისის რეფერენდუმამდე ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მორიგი განცხადება გააკეთა.
გერმანიაში უცნობმა მამაკაცმა შეძახილით - ”ალაჰ აქბარ” თავდასხმა განახორციელა და ოთხი ადამიანი დანით დაჭრა.
აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. BBC-ის ცნობით, სტიქიამ ოკლაჰომას შტატს გადაუარა, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ევროკავშირის საბჭოში, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე კი 11 მაისს ვიზალიბერალიზაციაზე მომუშავე ჯგუფი იმსჯელებს.
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის გამონაკლისი დაუშვას და აშშ-ში ლონდონის ახლად დანიშნული მერი, მუსლიმი სადიყ ხანი შეუშვას. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის. ამის შესახებ მან „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.