სტამბოლში აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მაგომედ კარატაევმა რამზან კადიროვის კრიტიკის გამო თანამდებობადატოვა.
იემენის საპორტო ქალაქ მუკალაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა”ალ არაბია” ავრცელებს.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის აზრით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც უილსონმა ”ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელი რჩება და ის მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ”ბოევიკებმა” თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ საავადმყოფოზე კონტროლი და დაამყარეს იქ მყოფები მძევლად აიყვანეს.
"როიტერსის" ცნობით, აშშ-ის კოალიციამ, თურქეთის მეთაურობით, სირიის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბანგლადეშში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლენინგრადის ოლქში, პრიაზიორსკის რაიონში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც BBC იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 9:20-ზე შევიდა.
“ისლამურმა სახელმწიფომ” ე.წ. დედაქალაქ რაქაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურები ავრცელებენ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს. როგორც პოლიტიკოსი ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში წერს, სამართალდამცველებმა მასთან ერთად ნავალნის მიერ დაფუძნებული, ”კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” თანამშრომლებიც გათავისუფლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.