დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან – სოსოს და ბესოს, მათი სულები იქნებიან თქვენთან, სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად მთელს მსოფლიოში, – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კონექტიკუტის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს.
აშშ-ს ტეხასის შტატში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. Fox News-ის ცნობით, სროლა ბაიკერების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ რესტორან “ტვინ პიქსის“ სიახლოვეს მოაწყო.
ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან შეხვედრები გამართა.
პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ანჯი დუდამ ხმების 34.76% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი - 33.77%.
პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები და მალაიზიისა და ინდონეზიის დიპლომატების მეუღლეები დაიღუპნენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ჩრდილოეთ გერმანიას ტორნადომ გადაუარა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონის კონკურენტი ვერმონტოელი სენატორი ბერნი სანდერსი იქნება. “ევრონიუსის” ცნობით, სანდერსმა არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.