მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, კირილ გაბურიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. "მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მენეჯერი, ქვეყანას კი პოლიტიკური სისტემის ცვლილება სჭირდება", - განაცხადა მან.
პოლონეთში მაღალი თანამდებობის პირები გადადგნენ. ცოტა ხნის წინათ თანამდებობა დატოვა პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ.
"ფიფას" კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, იოზეფ ბლატერმა "ფიფას" პრეზიდენტის პოსტზე 17 -წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთში ველოსიპედით სეირნობისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება.
ნებრასკას შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. აღნიშნულ ინიციატივას კონსერვატორების კოალიციამ მხარი დაუჭირა, რომლებიც პატიმრის დასჯის ამ ფორმას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
ციურიხში დაკავებულ ფიფა-ს ექვს ხელმძღვანელს შორის ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო არიან. ამას გარდა, დაკავებულია კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.
ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია.
შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა.
ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Jerusalem Post-ის ცნობით, მას ასევე 150 000 დოლარით დააჯარიმებენ. ექსპრემიერის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს ისინი შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
აშშ-ს სამხრეთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. “ბიბისის” ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებით ტეხასისა და ოკლაჰომას შტატები დააზარალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.