საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მარკო სოლდიკი და საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი ხათუნა ხუციშვილი.
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.
ემილ ხაჩატურიანმა 2000 წელს დაიწყო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და 2006 წელს, მას შემდეგ რაც სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ და დამოუკიდებელი ბიუჯეტები მიეცათ, ბუღალტრის თანამდებობაზეც დაინიშნა.
მორიგი გამარჯვებით და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან.
საჯარო სკოლებში სწავლა დღეს განახლდა. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის მიზეზით, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” შემოქმედებითი ევროპის „საქართველოს დესკის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.