საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
კომაროვის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს - თბილისსა და ბათუმში აშენებს.
ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულის, 23 წლის მსჯავრდებულის, ნიკა ჩუგოშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა და იგი უკვე საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
საქართველოს 12 ქალაქში "მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა" დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სსიპ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად როსტომაშვილმა დიღომში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და შეაფასეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, წარმატებით მიმდინარეობს აშკალის სკოლაში, სადაც საერთო ჯამში 20-ზე მეტმა პედაგოგმა ქართული ენის კურსების გავლის შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც ვებსტერის უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.