განათლება

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში განათლების სისტემის მიმოხილვითი პრეზენტაცია წარმოადგინა.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს ქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანტეი ტერსენოვი აცხადებს, რომ სკოლას წელს 6 ახალი პედაგოგი შეემატა, მათგან ორი უფროსი მასწავლებელია - ერთი მათემატიკის, მეორე კი ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ასევე 4 წელია, რაც სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის მე-3 უფროსი მასწავლებელი, თამთა შველიძე და ჯამში, სკოლაში ისევ 10 პედაგოგია.

სრულად...

აშკალის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, სილვა ენოკიანმა „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში თემაზე: „ტოლერანტობა“ ღია გაკვეთილი ჩაატარა.

სრულად...

ევა კალაჩიანი, რომელსაც ორი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; დაამთავრა სომხურ ენაზე) და კიროვაკანის (ახლანდელი ვანაძორი) უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი) წარჩინებით აქვს დამთავრებული, 1968 წლიდან უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და 14 წელია რაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორია. იგი 2005 წელს ხანძრისგან მთლიანად განადგურებულ სკოლას ჩაუდგა სათავეში და სრულად აღადგინა დამწვარი შენობა.

სრულად...

ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

სრულად...

განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ, განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ, არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ანესიანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც სომხურენოვან სკოლებში განსაკუთრებით აძლიერებს ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების ხარისხს და დონეს, მიესალმება და აცხადებს, რომ „ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებს შორის განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი“, მაგრამ წუხს, რომ სომხურ ენას მშობლიური ენის სტატუსი ჩამოერთვა და მას უკვე ეთნიკური უმცირესობის ენად მოიხსენიებენ, ხოლო სომხური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდა არ ტარდება, რაც აღნიშნული საგნის პედაგოგებს წელს ყოველთვიურად 150-ლარიანი დანამატის, მომავალი სასწავლო წლიდან კი დამატებით ასევე 150-ლარიანი დანამატის - ჯამში 300 ლარის - მიღების შესაძლებლობას უკარგავს.

სრულად...

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ უწყების გაყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სრულად...

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი