"მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია" - ამ განცხადებას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე Facebook-ში ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის გამო დაწყებული გამოძიების შეფასებისას აკეთებს და ამბობს, რომ " უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!"
ეხლა ვუსმინე დავით ნარმანიას. სიტყვები არ მყოფნის. არა იმიტომ, რომ ზრდილობა მიშლის ხელს. არა, ნამდვილად არ მიშლის. უბრალოდ მართლა სიტყვები არ მყოფნის და ის ერთი უმოკლესი სიტყვა, რაც ამ გაუგებრობის დანახვაზე და მოსმენისას მოუვიდოდა თავში ყველა ზრდასრულ და მეტ–ნაკლებად გონიერ ადამიანს, საკმარისი არ არის!" - ასე იწყებს ირინა სარიშვილი Facebook- ზე თავის განცხადებას, თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაცემა "არჩევანში" პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი, სულეიმან დემირელი 90 წლის ასაკში, ანკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ბოლო პერიოდში ის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციას ებრძოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
"ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი სტუდენტობის ჟამს" - ასე იწყებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მიძღვნილ განცხადებას და განაგრძობს:
მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, კირილ გაბურიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. "მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მენეჯერი, ქვეყანას კი პოლიტიკური სისტემის ცვლილება სჭირდება", - განაცხადა მან.
102 წლის გერმანელმა ქალბატონმა, 77 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებამ ხარისხის დასაცავად გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მისცა, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანული "ინდიფენდენტი" წერს.
პოლონეთში მაღალი თანამდებობის პირები გადადგნენ. ცოტა ხნის წინათ თანამდებობა დატოვა პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ.
"ნეტავ რა უნდა გაუზიაროს თავის კოლეგებს? ქალაქის ნგრევის სისტემა? იერსახის განადგურება? კერძო ინტერესების გამო ქალაქის ძველი ცენტრის ხედის განდაგურება? მისი მწვანე საფარის მოშლა?"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, სადაც ნარმანია ნიუ იორკში მერების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.