გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრის გახსნა, სავარაუდოდ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 -ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. Facebook- ზე გამოქვეყნებულ კომენტარში გუგავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა "სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად ამ შემთხვევაშიც ხალხი "პირში ჩალაგამოვლებული" დატოვა".
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი უჩა ხვედელიძე სოციალურ ქსელში ტაბიძის ხიდთან მომხდარი ამბის შესახებ წერს. ხვედელიძე ყვება, თუ როგორ დაეხმარა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოხუც ქალბატონს.
საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ გაიმართა.
ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
საბერძნეთი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალს არ გადაუხდის, - ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters -ი ავრცელებს. ათენს დღეს ბოლო დღე აქვს იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს სავალუტო ფონდს.
ოფიციალურმა ათენმა დღის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო უნდა დაუბრუნოს.
ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა.
ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.