86 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა.
2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ახალი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
"როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ, გუშინ ხელისუფლებამ ზღვარზე გაიარა. Facebook- ზე გამოყვეყნებულ განცხადებაში ლაგაზიძე ამბობს, რომ "13 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ აჩვენეს ის სახე, რომელიც საზოგადოებას ასე სურდა: ხელისუფლების ადამიანური სახე. ამ დღეებში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად ჰკარგავდა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე", მაგრამ გუშინდელმა დღემ ხედლისუფლების რელსებიდან გდასვლის ნიშნები გააჩინა.
თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.