მანჩესტერ იუნაითედის ყოფილი ფეხბურთელის, რიო ფერდინანდის ცოლი, რებეკა ელისონი კიბოთი გარდაიცვალა.
აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონის კონკურენტი ვერმონტოელი სენატორი ბერნი სანდერსი იქნება. “ევრონიუსის” ცნობით, სანდერსმა არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ ქლინტონის თვითმფრინავი ტანზანიაში ავარიულად დაეშვა. CBS-ის ცნობით, ჰაერში თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა, რის შემდეგ პილოტებმა დოდომაში ავიალაინერის დასმის გადაწყვეტილება მიიღეს.
“24 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. ეს 24 წელი არ ყოფილა მარტივი, ეს იყო მძიმე“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
პროექტი „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" დასასრულს უახლოვდება.
ქართული არმია, დღეს, დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ნეპალში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 000-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილია.
ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. 1,4 მილიონს კი საკვები პროდუქტები ესაჭიროება.
დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ლიბიის ტელეკომპანიის ხუთი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ “როიტერსი” იუწყება.
აღდგომის მეორე კვირას საქართველოს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, 26 აპრილს, სოფელ ტოლოშის წმინდა თეოდორეს სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მამა ნიკოლოსთან, მამა აკაკისთან და მამა ზაქარიასთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.