კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს, მათი უმრავლესობა სტუდენტია. როგორც BBC იტყობინება თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” განახორციელა.
“სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლა დაგეგმა!” -ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას სოციალურ ქსელში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე. ყოფილი გუბერნატორის თქმით, სააკაშვილი მის მოსაკლავად ქილერის შერჩევის პროცესშია.
გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. ქარიშხალმა ავსტრიასა და შვეიცარიასაც გადაუარა. ქარის სიჩქარემ საათში 190 კილომეტრს გადააჭარბა.
თურქი პროკურორი, რომელიც გუშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა დაატყვევა, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპა.
დიდ ბრიტანეთში 7 მაისს საპარლანეტო არჩევნები დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა პარლამენტის დათხოვნის თხოვნით დედოფალს უკვე მიმართა.
მილიარდერი ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ მას აქვს “უკრაინაში ინვესტირების კონკრეტული იდეები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის პროექტებში“. როგორც სოროსმა ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარტს“ განუცხადა, მთლიანად უკრაინას 50 მილიარდი ევროს ინვესტიციები სჭირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს საქართველოში მომხდარ მკვლელობებს სოციალური ქსელით ეხმიანება. როგორც ყოფილი დიპლომატი ხელისუფლების მისამართით წერს, ახლა "გონზე მოსვლის და მოქმედების დრო მოვიდა
მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს აღსარება და გამოსწორება, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა და აღნიშნა, რომ მრავალი შემთხვევა არსებობს, რომ ადამიანი, რომელიც მრუშობდა, წმინდანად ქცეულა.
გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს 50 000 ევროს გადაუხდის, გამომდინარე იქედან, რომ კომპანია "ჯერმანვინგი" "ლუფთჰანზას" შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.