GUARDIAN.GE - ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის სამხრეთით მდებარე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან უკრაინაში განალაგა ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც რუსულ ჯარებს შეუერთდნენ.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „თვითერზე“ დაწერა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო: „იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ჩვენი პარტნიორებისგან უკრაინისკენ მიემართება. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს“, - წერს ზელენსკი.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „თვითერზე“ თავისი თავისთვის გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი კიევის ცენტრალური ქუჩიდან მიმართავს თანამემამულეებს და უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს მან მოუწოდა უკრაინის არმიას დანებდეს რუსულ ჯარებს.
GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ცხარე ბრძოლების ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჟინებით მოუწოდა თავის თანამემამულეებს „მტკიცედ დადგნენ“ აგრესორის წინააღმდეგ და უარი უთხრა ამერიკელებს მისი ევაკუაციის დახმარებაზე . „ბრძოლა აქ არის“, - თქვა მან.
GUARDIAN.GE - ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს კონგრესს უკრაინის დასახმარებალდ 6.4 მილიარდი აშშ დოლარის დამტკიცების თხოვნით მიმართა. აშშ-ის ოფიციოზის თანახმად, თხოვნა მოიცავს 2.9 მილიონი დოლარის დახმარებას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით, უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის.
GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამხახურეებს მიმართა, რომ ხელში აიღონ ძალაუფლება.
ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბირსას „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოხატა, იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისთან მოლაპარაკებებისთვის არის მზად პუტინი. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.
GUARDIAN.GE - ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბლოკმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.