საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ პირველი შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, იაროსლავ ნადთან გამართა. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში საზეიმო დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.
ქალბატონო სალომე, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად ქართველთა პატრიარქს რატომ ჰრევთ ამ აბდაუბდაში???
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით არიან უზრუნველყოფილი. შპს „დელტა ტექსტილი“ უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით. ქართული ჯარის მომარაგების პროცესს პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა. მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა.
როგორც ჩანს, პატიმარ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ან ძალიან შერყეულია ანდა მარგინალ ნაცსექტას „დეფიბრილატორიც“ კი დასჭირდა КГБ-ს ოფიცრის, თემურ ალასანიას სახით.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომლებს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოემსახურება. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა. სპორტული დარბაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.
„რამდენიმე დღის წინ ჩემს მიმართ ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებები გავრცელდა, არავის ვუსურვებდი იმ წნეხს, რაც ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. მე ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი და თავს ამ ქვეყნის პატრიოტად ვთვლი! არაფერია იმაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ვიდრე გაბრალებდნენ სამშობლოს ღალატს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო დავით ბაიდარაშვილი წერს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს განზრახული არ დაუშვას ჩინეთთან ურთიერთობების გაუარესება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ქვეყანა, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, გაჩახჩახებული უნდა იყოს. ახალ წელს მაინც. ამართლებს ეს ხარჯები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.