უფრო მეტი

ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები გააჩნია, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

სრულად...

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად პირველად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი. იორდანელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს შეხვდა.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ეხმაურება ტელეკომპანია “პირველის” სიუჟეტს, რომლის მიხედვით თითქოსდა გადინების საკითხი თავდაცვის ძალებში უკავშირდება სამხედროების სამსახურის დაუფასებლობას. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამი, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურებოდა ბოლო წლებში თავდაცვის მიმართულებით ძალიან მასშტაბური და წარმატებული შედეგების დაკნინებას. 

სრულად...

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტე მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების კენტუკის შტატში დამანგრეველმა ტორნადომ 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. დაღუპულთა შორის არიან სანთლის დამამზადებელი ქარხნის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფები მიწასთან გასწორებული ქარხნის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი