იურისტი ოთო კახიძე დამაჯერებელი ტონი მტუქსავს მე სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს და ამტკიცებს რომ მდინარეებში წყალი რომ მოდის ეს ყოფილა საქართველოს წყლის რესურსი. ღმერთო! იმიტომ სჭირს ამ ქვეყანას ეს ! ასეთი ხალხი იყო ენერგოსისტემაში გადაწყვეტილების მიმღები! იმიტომ დაინგრა ლარსის ჰესი! მესტიაჭალა ჰესი! შუახევჰესი! და კიდევ რა სისულელეები აქვთ ნაკეთები და რა გველის წინ ! არავინ არ იცის!
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა დაავალა სადაზვერვო სააგენტოებს „გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევები“ „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებით და 90 დღის განმავლობაში მას ამის შესახებ ანგარიში წარუდგინონ.
ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.
„განუზომლად დიდია გენერალ გიორგი კვინიტაძის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე.
„ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რუმინელ კოლეგას, თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, რუმინეთის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა და სიმონა კოჟოკარუმ თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა მიმოიხილეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.