„ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.
ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 165-მა სხვამ დაზიანება მიიღო, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. ცენტრალურ ეგვიპტეში, ქალაქ ტაჰტას მახლობლად, სოჰაღის პროვინციაში მატარებლების შეჯახებისას ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდნენ და ამოყირავდნენ.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის. მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა თეთრ სახლში შესვლის შემდეგ პირველად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი „მოლოდინია“, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ კენჭს იყრის. 78 წლის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი „ბედისწერის დიდი პატივისმცემელია“.
(GUARDIAN.GE) - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც იგი კომპანია „Greensill Capital“-ისთვის სამთავრობო დახმარების მიღებას ცდილობდა.
25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. სერჟანტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, იტყობინება BBC შეერთებულ შტატებსა და იაპონიაზე დაყრდნობით. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს რაკეტების გამოცდა.
ღმერთო, რამდენი სისულელე იწერება ამქვეყნად! რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს წარმოიდგინონ პროცესების დამოუკიდებლად განვითარება. რატომ ჰგონიათ, რომ პლანეტა საიდუმლოდ შეთქმული, მარად ხალხის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფების მიერ იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.