საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს.
ნაცკლასტერს და მის სატელიტებს გუშინ ევროკავშირის შემდეგ, აშშ სენატმა კიდევ ერთხელ დაუსვა პოლიტიკურ საფლავზე პოლიტიკური ჯვარი (ჯვარი, რომლისაც აგრერიგად ეშინით ფანჩატურელებს) და ცალსახად უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულაო!
„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა. მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, თუმცა, სამხედრო სამსახურისთვის თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა. მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, კვების უმაღლესი ხარისხი - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „დღის კურიერში“ საუბრისას დაასახელა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიტუაცია ამჟამადაც სათანადოდ კონტროლდება: „ჯარში ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ მაღალ დონეზე, ჩვენი ციფრებიც ამას მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში გვქონოდა აფეთქება პანდემიის თვალსაზრისით, თუმცა ეს ვერ ვნახეთ“.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში რეზერვის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შიდა შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ცვლილებები კანონპროექტებში, რაც თავდაცვის შიდაუწყებრივ აქტებშიც აისახება.
„მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ - 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში, ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
„აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.