საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები კიდევ ერთხელ განაახლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.
Pfizer-მა ჩაშალა ვაქცინაცია სუპერ-განვითარებულ სამხრეთ კორეაში და ეს უკანასკნელი რუსულ ვაქცინაზე გადავიდა..
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პოლიტიკური პროცესების შეფასებისას არასდროს ვაკეთებ აქცენტს ევროკავშირის პოლიტიკაზე და არაერთხელ აღვნიშნე - ევროკავშირმა საკუთარი თავი დაიყვანა პოლიტიკურ ჯუჯამდე, რომელსაც გონება არეული აქვს დადღევანდელი ევროპა კლასიკური ევროპის - უდიდესი დასავლური ცივილიზაციის - მხოლოდ კარიკატურას წარმოადგენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.