უფრო მეტი

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამება სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაიწყო. თავდაცვის უწყებაში 2020 წელი სამხედროების ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალურ პირობების შექმნას ემსახურება. 

სრულად...

ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესახებ კვლევა განხორციელდა. კვლევის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

 

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ამ უკანასკნელის მიერ ევროგაერთიანების დატოვების შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც თევზჭერის უფლებებსა და მომავალი ბიზნეს წესების თაობაზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს კანონებზე კონტროლი და ჩვენი დანიშნულება“.

სრულად...

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას  შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სრულად...

ბელარუსი აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს. აღნიშნულის შესახებ ბელარუსის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

სრულად...

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

სრულად...

იმ ადამაინებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. "მეორე სერია" აქვს შემონახული.

სრულად...

პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებულ პროექტებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი