არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უმცროსი კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტს.
აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს.
ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება.
მწუხარებით შევიტყვე ტარიელ ფუტკარაძის, საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, უზენაეს საბჭოს წევრის და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერის გარდაცვალება და დავფიქრდი - ეს ადამიანი ხომ 60 წლის იყო, რატომ ასე ნაადრევად გარდაცვალება?
პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
(GUARDIAN.GE) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ირანს განსაზღვრული აქვს ურანის 20%-მდე გამდიდრება - ბირთვული ბომბის შესაქმნელად კი 90%-ია საჭირო. 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად თეირანს გააჩნდა ვალდებულება, რომ ურანის გამდიდრება 4%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.