საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს (GIDE)“ შორის საგანმანათლებლო დებატების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და GIDE-ს ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოაწერეს.
ევროპის სასწავლო ფონდისა (ETF) და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIAS) ორგანიზებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი დონის მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის ასეული, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
თეგეტა მოტორსის დაბადების დღე ყოფილა დღეს. ფბმ ამომიგდო. მოკლედ მოვყვები, რატომ არ მივულოცავ დაბადების დღეს და რატომ ვუსურვებ დასასრულის დღეს, რაც შეიძლება მალე.
დიდი ხანია ფბ-ში არ შემოვსულვარ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი არხის არც ერთი გადაცემა არ გამომიტოვებია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე ისაუბრა.
თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თავისი ოჯახის სახელით ბინას ჩუქნის. ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ზე დაწერა.
კორონავირუსით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დაჭერით და მთელი ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.