ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი უძღვებოდა, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მათთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიღბით საჯაროდ პირველად გამოჩნდა. იგი ვაშინგტონის გარეთ უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალს სტუმრობდა, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებს და ჯანდაცვის მუშაკებს შეხვდა.
„როგორც დასავლეთში აფასებენ, С-500 ‘’Прометей’’ სულ ცოტა 15 წლით უსწრებს ამ სფეროში დასავლურ ტექნოლოგიებს... არეალია კოსმოსიც, ზებგერითი იარაღიც და საერთოდ, ეს სულ სხვა რამეა, რაც აქამდე იყო...
თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.
როცა შრომა არადაფასებადია და პრობლემების ნაცვლად სულიერი კომფორტის მოპოვებისთვის ყველანაირი სისულელის მტკიცებისთვის ხარ მზად, - გამოდის ის, რაც ქართველებს და საქართველოს ჭირს!
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშები, რომელიც ნიუ იორკის პროკურორების მიერ იქნება შესწავლილი.
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.