2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, დოკუმენტების წარდგენა კი შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედის, აშშ-ისყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე „დემოკრატების“ მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გაწეულ საქმიანობას „კატასტროფად“ აფასებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან, „ქართული ოცნების“ წევრი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ თავისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და უცხოელი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი „კეთილსინდისიერად, მაღალი საბაზრო ფასით შეიძინა მისი კანონიერი მესაკუთრისაგან“, ხოლო „შეძენის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მსხვილი პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებით“ და „ამ პროექტზე მუშაობა ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს“.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ჩამომივიდა ყვარლის საფერავი საქართველოდან და მე ვფიქრობ არის საბაბი, რომ რაღაც რაღაცეები აღვნიშნოთ დღეს ძალიან მაღალი ხარისხის მშობლიური ღვინით", წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 11 231-ით გაიზარდა და უკვე მე-5 ერთმანეთს მიყოლებული დღეა, რაც ინფიცირების გამოვლენილი რიცხვი ყოველდღიურად 10 000-ზე მეტია, იუწყება BBC.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.
კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.
თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი. მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.