უფრო მეტი

1 აპრილიდან 27 აპრილამდე პოლიციამ ინგლისში საგანგებო წესების დარღვევისთვის 8 877 ადამიანი დააჯარიმა, ხოლო უელსში 299, იტყობინება BBC ეროვნული პოლიციის უფროსების საბჭოზე დაყრდნობით. დაახლოებით 400 საჯარიმო შეტყობინება განმეორებით დარღვევაზეა გამოცემული, ერთ-ერთ პირს კი წესების 6-ჯერ დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმები.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

სრულად...

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

სრულად...

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. 

სრულად...

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, საღამოს 18:00-მდე შეუძლიათ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

სრულად...

მსოფლიოს მთლიანი მუშახელის ნახევარზე მეტი - 1.5 მილიარდზე მეტი - საფრთხეშია, რომ პანდეემის შედეგად აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები, იტყობინება BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო შრომის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

სრულად...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამოშვები პუნქტი მოაწყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი