საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, მათ შორის, მაღაროებსა და შახტებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.
ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით, - ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსი, რომელიც დღეს პარლამენტმა დაამტკიცა.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში.
„ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ საქართველოში პოლიტიკური ლექსიკა გადავიდა პირად ურთიერთობების ენაზე და იმით შემოიფარგლა „მეგობარ, ჩემთვის სანდო, დიდი ხანია ვიცნობ"! დღეს კიდევე ერთი საფეხურით ავიწიეთ: ქვეყნის პრემიერის დანიშვას პოლიტიკასთან ან სახელმწიფო საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა.
„შალვა ნათელაშვილის, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის ფოტომ მთელი სოციალური სივრცე მოიარა, განსაკუთრებულად გამძაფრებული ემოციებით ქოცები დაატარებენ და ამით ცდილობენ ამერიკიდან მოსული ამბის გადაფარვას, რომ ტიკ-ტოკის მოცეკვავე მათი ლიდერი შეიძლება ბუნკერიდან ვეღარასოდეს გამოძვრეს. თან შალვა ნათელაშვილი რომაა ამ საქმის მთავარი გმირი, მან ჩაიტანა ივანიშვილის კრიმინალური დოსიე ოკეანის გაღმა, ეს ხომ იციან და ჩვეულად უხერხემლოდ იყრიან მასზე ჯავრს. (ბიძინას მზეზე მლოცველ ნაცვლიშვილს გაფიცებთ).
დღეს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ელექტრო და ელექტორონული მოწყობილობების, ზეთების, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადდა. თითოეული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მგვ-ს შესრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ წესებსა და მოთხოვნებს მოიცავს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.