GUARDIAN.GE - აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაზარდა, მიუხედავად შიშისა, რომ ამ ნაბიჯმა, საბანკო გაკოტრების სერიების შემდეგ, შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობა და ვნებათაღელვა უფრო გააძლიეროს. ფედერალურმა რეზერვმა თავისი ძირითადი განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, საბანკო სისტემას კი „ჯანსაღი და მდგრადი“ უწოდა. მაგრამ ბანკმა ასევე გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ საბანკო გაკოტრების შედეგებმა შესაძლოა, მომავალ თვეებში ეკონომიკურ ზრდას ზიანი მიაყენოს.
GUARDIAN.GE - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი ომის დასრულებისთვის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება განხორციელდეს „როცა ისინი მზად იქნებიან ამისათვის დასავლეთში და კიევში“. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისაკენ. 12-პუნქტიანი გეგმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდებს. ის ასევე გმობს „ერთპიროვნულ სანქციებს“.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.