სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
GUARDIAN.GE - ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე, რომელიც მალე სი ძინპინს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში „კომუნისტურმა პარტიამ“ ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცებს მესამე ვადით.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს გასულ თვეს, ჯანმრთელობის რუტინული შემოწმების დროს, კანის სიმსივნური დაზიანება აღმოაჩნდა, რომელიც ამოუღეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“ეს არის პირველ რიგში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და
ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია,” - თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თავდაცვის უწყებისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ
აგრესიულ შავ პიარზე ისაუბრა.
"ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის
მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ
ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ
სამხედროებს ბინებ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის
გადავადების შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. "ჩვენ ძალიან სამართლიანი
გადაწყვეტილება მივიღეთ”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ყურადღება გაამახვილა
კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ “რელიგიური მოტივით”
ათავისუფლებს ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რაც მისი თქმით
სიმახინჯეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება
სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები
სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახონ
სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში
მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო ვიზიტებსა და შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.