დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი და საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში, განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოულოდნელ, „სამუშაო ვიზიტად“ ეწვია ომის შედეგად განადგურებულ მარიუპოლს, იტყობინება სახელმწიფო მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით. პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. კრემლის ცნობით, იგი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა, შემდეგ კი ავტომანქანით, რომლის საჭესთანაც თავად იჯდა, ქალაქის ქუჩებში გაიარა.
ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს.
გუმისთის ბრძოლის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაცვის ახალ კოდექსს, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.