საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები ღამით დაეშვა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფშიც.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მიხეილ სააკაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ბილეთები უყიდა და კიევიდან თურქეთში გააგზავნა“.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალისაგან შეთავაზება მიიღო ქუთაისში მაჟორიტარად კენჭისყრაზე.
„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან... მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა“, წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს.
ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მალაიზიის პრემიერ მინისტრმა, 94 წლის მაჰატირ მოჰამედმა, თავის გადადგომის შესახებ ქვეყნის მეფეს უკვე აცნობა. მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული პრემიერ მინისტრის, მაჰათირ მოაჰამედის შოკისმომგვერელი გადადგომა მას შემდეგ მოხდა, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კოალიციის ფორმირება პრემიერს შესაძლოა მის შემცვლელად დასახელებული, ანვარ იბრაჰიმის გარეშე მოეხდინა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზასა და სირიაში პალესტინის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო იერიში წამოიწყეს. როგორც BBC ისრაელის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, საჰაერო იერიში სამხრეთ დამასკოში და ღაზას სექტორში ისლამისტი ჯიჰადისტების სამიზნეებზე კვირას, ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული სულ მცირე 20 სარაკეტო დარტყმის საპასუხო ნაბიჯი იყო.
ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.