უფრო მეტი

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, იტყობინება სომხური მედია ქვეყნის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით. პრემიერის განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტი 29 წლის სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. იგი თავის ცოლთან ერთად მგზავრობდა, რომლის ტესტირებამ ნეგატიური შედეგი აჩვენა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინაში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში დიდი უპირატესობით გამარჯვების მოპოვებამ გაუჩინა იმის შანსი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი იყოს მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე შტატში მეორე ადგილზე გასული მემარცხენე ფრთის ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დღეს არსებული მდგომარეობით მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. გაცილებით მკაფიო სურათი მიმდინარე კვირას, სუპერ სამშაბათის კენჭისყრისას გამოიკვეთება, როცა უკვე დანარჩენ 14 შტატში ერთდროულად გაიმართება არჩევნები. სამხრეთ კაროლინა მხოლოდ მეოთხე შტატია, სადაც ამ დრომდე კენჭისყრა შედგა.

სრულად...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.

სრულად...

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. 

სრულად...

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სრულად...

სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად, იტყობინება BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით.

სრულად...

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე  ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისის სამ სკოლაში გაიარეს სწავლება, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი