საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზეა დაბარებული.
პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში, Noisy-le-Grand-ში მომხმარებელმა მიმტანი მოკლა. მიზეზი, გავრცელებული ცნობით ის იყო, რომ მისი სენდვიჩი დროულად არ მოამზადეს. პოლიციის ცნობით, აღძრულია სისხლის საქმართლის საქმე მკვლელობის მუხლით მას შემდეგ, რაც პარასკევ საღამოს აღნიშნული ინციდენტი მოხდა.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საქართველოს რუკა გადასცეს, რომელზეც გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი.
ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, როდესაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და ღატაკდებოდა, ისინი კი სამღვდელოებასთან ერთად მტერს ეკვრებოდნენ და ფუფუნებისთვის საკუთარ ხალხს ყიდიდნენ, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს“, აცხადებს ცოტნე გამსახურდია და მიიჩნევს, რომ „მხოლოდ რკინის ხელით თუ ეშველება რამე ამ ქვეყანას, რომელიც რკინის შანთით ამოშანთავს ამათ და ამათ აზროვნებას“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ პრეზენტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგინეს.
მოკლულია 63 ადამიანი და დაჭრილია 180-ზე მეტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქორწინო ცერემონიის დროს თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
დღეს, 16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავამ ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.