საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.
ბრაზილიის მთავრობამ „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების მიერ ამაზონის ტყეების ხანძრის ჩასაქრობად შეთავაზებულ 22 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი ტყის ხანძარი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მუჰამედ ჯავად ზარიფი დაესწრო სამიტს ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში, სადაც მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი , მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში მსუბუქი ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ჯარისკაცები საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შაორის „მომავლის ბანაკში“ თავდაცვის დღე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.
მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ერთი ნაწილი აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.