უფრო მეტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის
პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი
სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას
წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას
უზრუნველყოფს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში
იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. საკონტრაქტო
სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია,
სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი
კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა და გადარჩენილების პოვნის იმედი სულ უფრო ქრება. როგორც BBC იტყობინება, გერმანელმა მაშველებმა და ავსტრიის არმიამ, უსახელო ჯგუფებს შორის შეტაკებების მოტივით, შაბათს სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს პირადად მიუსამძიმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიცვა თავისი მთავრობის მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯები 6 თებერვალს ორ, რამდენიმესაათიანი შუალედით მომხდარ კატასტროფულ მიწისძვრაზე და თქვა, რომ შეუძლებელი იყო სტიქიის მასშტაბებისთვის მომზადება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეფასდა. ხარისხის გარე შეფასება საერთაშორისო, დამოუკიდებელმა და მაღალკვალიფიციურმა ბრიტანელმა ექსპერტმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზოგადად შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი