გერმანიაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
GUARDIAN.GE - ვარდო შაინიძე აჭარიდან სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში 1990-იანი წლების დასაწყისში, სრულიად ახალგაზრდა, ოჯახთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონის მკვიდრ თავის თანამემამულეებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, აჭარის მთებითა და მარადმწვანე ტყეებით გარშემორტყმული ლანდშაფტიდან ჯავახეთის ერთი შეხედვით მოტიტვლებულ, პირქუშ და მკაცრ სივრცეში იმდენად გაუჭირდა ცხოვრება, რომ ხშირად ტიროდა კიდეც და ამით იქარვებდა მშობლიური ადგილების მონატრებით გამოწვეულ დარდს, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვია ახალ გარემოს, სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ დირექტორის მოადგილეც გახდა და უკვე მე-4 წელია, რაც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) შორის თანამშრომლობა იწყება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, პაოლო ჯუბელინომ ფრანკფურტში მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.
GUARDIAN.GE - საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
GUARDIAN.GE - უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, კიდევ შვიდი პირი კი – საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.