GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
GUARDIAN.GE - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯეფრი ფლეიკს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისგან“. მანამდე დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა და თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ“.
GUARDIAN.GE - ევროკავშირი, კიევში გამართულ ისტორიულ სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ატარებს სამიტს ომში მყოფ ქვეყანაში. და ის ფაქტი, რომ კომისიის უმეტესობა ჩავიდა კიევში ამ ღონისძიებისთვის, თავისთავად ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მიმართ“, - განუცხდა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ახლა ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის თანამშრომელმა „Euronews“-ს და დაამატა: „ასე რომ, ეს არის ის, რაც ღირებულია და ვფიქრობ, რომ თავად უკრაინელები აფასებენ ამას. და მოდით, გავიხსენოთ, რომ მთელი ეს საუბარი დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ „მეიდანზე“ გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ამგვარად, ვფიქრობ, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური სიგნალია“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი რუსეთთან განსხვავებული იქნება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს „არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა.
GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.