GUARDIAN.GE - ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა „უაღრესად დიდი ინტერესი“ გამოხატეს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. პეკინში, ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ - პუტინის ახლო მოკავშირეებმა - განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა „გამოთქვეს ღრმა შეშფოთება“ კონფლიქტის გამო და „გამოხატეს უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების მხრივ“, იტყობინება „ბი-ბი-სი“ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ზე დაყრდნობით.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ.
„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა მოვამზადოთ და შევქმნათ გადამზადებული, გაწვრთნილი რეზერვი“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - იტყობინება BBC საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით. სამგზავრო მატარებელს, რომელსაც 350-ამდე მგზავრი გადაჰყავდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.