უფრო მეტი

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

სრულად...

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ თბილისის 161 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატის კოალიცია, რომელსაც სათავეში კალიფორნია უდგას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სასამართლოში უჩივის.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით, ქვედანაყოფს ერთკვირიანი სროლები ვაზიანის პოლიგონზე ჰქონდა.

სრულად...

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. 

სრულად...

4 ჯარისკაცია მოკლული ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში მებრძოლებთან შეიარაღებული შეტაკებებისას, იტყობინება პოლიცია. შეტაკებები პულვამას რაიონში მოხდა - იქ, სადაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ 46 ინდოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.

სრულად...

გასულ კვირას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ინდოელ ჯარისკაცებზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქაშმირელი მუსლიმები გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან სამაგიეროს გადახდის საფრთხეები არსებობს.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაბა ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს.

სრულად...

17-18 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება. ქართულ პავილიონზე წარმოდგენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ვენესუელასთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში ჩაიტანეს. USAID-ის ადმინისტრატორმა მარკ გრინმა კუკუტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დახმარება ხუან გუაიდომ ითხოვა, რადგანაც ვენესუელა მზარდი ჰუმანიტრაული კრიზისისი წინაშე დგას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი