1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელას მემორიალთან დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი ეკონომიკური სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში (marine corps trials) საასპარეზოდ გაემგზავრნენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით გაემგზავრა.
ვენესუელას სასაზღვრო ქალაქებში შაბათს არეულობებმა იფეთქა იმ დროს, როცა კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან ჰუმანიტარული ტვირთებით სავსე სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შესვლა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაბლოკა.
სულ მცირე 70 ადამიანია გარდაცვლილი და 200-ზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობს, არალეგალურად დამზადებული ტოქსიკური ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა იოშიტაკა საკურადამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საპარლამენტო შეხვედრაზე 3 წუთით დააგვიანა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავას პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.
ვებგვერდ Bastainfo.com -ის რედაქტორს მუსტაფა გაჯიბეილის პირობითად 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – იუწყება სააგენტო Turan. ის სამი მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნეს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, გაყალბება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. შეხვედრებზე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.