„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.
ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მედიაზე ახალი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ მან „მძლავრად დაგმო სიძულვილი, ფანატიზმი და დისკრიმინაცია“, მაგრამ ამის გაშუქება არ მომხდარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვინჩენცო კოპოლას უმასპინძლეს.
„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ.
Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 188 ადამიანი იმყოფებოდა, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა - არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
მამაკაცს, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს. 46 წლის რობერტ ბაუერსმა „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაში ცეცხლი რელიგიური მსახურების დროს გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.