უფრო მეტი

ჩვენს განვითარებას ვხედავთ იმ საფუძველში, რომელსაც თავდადებით, სიმტკიცითა და მხედრული ტრადიციების გაგრძელებით, თქვენ ჩაუყარეთ სათავე, როდესაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს ქმნიდით“ ,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატო-ს ახალ მეკავშირე ოფიცერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ გინტარას ბაგდონასს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე და 62-ე საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო სროლებს 2S3 და RM70 საარტილერიო დანადგარებიდან ახორცილებდნენ.

სრულად...

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან  ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სრულად...

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მუდმივმოქმედი ლოგისტიკის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ექსპერტებმა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მუდმივად მონაწილეობს. ამჯერად, საქართველო ბატალიონის დონის შტაბით პირველად ჩაერთო ლიეტუვაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში „MAPLE ARCH 2018“.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების  წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების  ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი ქაოსს აქვს მოცული და აღნიშნულს „მცდარს“ და „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდსა და სხვა წევრებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი