ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმს ატარებს, როელზეც კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები არ არის წარმოდგენილი, იტყობინება BBC. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიმართა თუ არა აღლუმს ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.
„ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდო“- ში ლიდერთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.
ჯაირ ბოლსონარო, ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო კამპანიაში მოწინავე პოზიციაზეა, სერიოზულ მდგომარეობაშია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საარჩევნო კამპანიისას, ცივი იარაღით დაჭრეს.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა ბენ ვალასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია „საბოლოოდ პასუხისმგებელი“ სოლსბერიში სკრიპალებზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდოდა გასულ წელს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოეკლათ, მაგრამ მისმა თავდაცვის მინისტრმა იგნორირება გაუკეთა აღნიშნულ თხოვნას, ირწმუნება ბობ ვუდვორდი მის წიგნში.
იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე მძლავრი, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მეწყერული პროცესები გამოიწვია, დანგრეულია სახლები.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, განაცხადა, რომ ადმინისტრაციის წევრები მუშაობენ იმაზე, რომ ჩაშალონ პრეზიდენტის დღის წესრიგის ზოგიერთი ნაწილი იმისათვის, რომ დაიცვან ქვეყანა მისი „ყველაზე საშინელი მიდრეკილებებისაგან“ - მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი დატოვებს ან დაატოვებინებენ ოფისს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.