უფრო მეტი

გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.

სრულად...

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი- თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება“. „თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა. პირველი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი