უფრო მეტი

თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ეთერ ნადირაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის სკოლაში მასწავლებლად 2000 წელს, მოხალისედ წავიდა და უკვე 23 წელია, რაც იქ მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის, ხოლო მე-13 წელი, რაც დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. როგორ იგი GUARDIAN.GE-ისთან ინტერვიუში ამბობს, ხელმეორედ რომ ჰქონდეს ცხოვრების გზა გასავლელი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად უარს იტყოდა სკოლის ხელმძღვანელობაზე, რადგან მისი აზრით, ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მკაცრი კლიმატური პირობების საზღვრისპირა სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრითაა დაცილებული, ქალისათვის დირექტორის პოსტზე საქმიანობას განსაკუთრებული სირთულეები ახლავს, მაგრამ აქვე ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახედავდა თავის განვლილ პროფესიულ გზას და ახალგაზრდა ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა და წასულიყო მისთვის სრულიად უცხო, შორს მდებარე სოფელში მათემატიკის მასწავლებლად.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

სრულად...

სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყეს. რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესთან და ვანის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ - განაცხადა.

სრულად...

კონიაკის დასახლებაში, ანუ სარაჯიშვილის გამზირზე, რაც იმ ჯებირების გაკეთების მერე (ბოლო 2-3 თვეში) ავარიები მოხდა, 27 წლის მანძილზე არ მომხდარაო ხალხმა!

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობას აპირებს. მან მარნეულის სოფელ კასუმლოს სკოლა 2007 წელს დაამთავრა, შემდეგ უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ბაქოში გაემგზავრა, იქ დაწყებული სწავლა საქართველოში განაგრძო და მარნეულის უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა 2015 წელს ულაშლოს საჯარო სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო, 2017 წლიდან დღემდე კი პარალელურად ინგლისურ ენასაც ასწავლის, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის აპრილში დაინიშნა.

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი უკვე 28 წელია რაც სკოლის ხელმძღვანელია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 1995 წელს დაინიშნა და ამბობს, რომ საგანმანათლებლო სფეროში არსებული მდგომარეობის მხრივ გასული საუკუნის 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.

სრულად...

GUARDIAN.GE - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი სკოლის დირექციის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსზეა წარდგენილი, თუმცა როგორც იგი GUARDIAN.GE -ისთან საუბარში ამბობს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სურს მენტორის სტატუსამდე აიმაღლოს კვალიფიკაცია, ამ ეტაპზე კი, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობისთვის ემზადება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი