უფრო მეტი

GUARDIAN.GE - რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI თავის ვატიკანის რეზიდენციაში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაპობაზე უარი თქვა. ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ედგა სათავეში, ვიდრე 2013 წელს გადადგებოდა, რითაც მე-15 საუკუნის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელმაც მოვალეობის შესრულებაზე თავისი ნებით თქვა უარი. მანამდე, 1415 წელს, გრიგოლ XII გადადგა პაპის პოსტიდან.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება 12 საათზე დაიწყება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. - „მდგომარეობა უძრავია“.

სრულად...

მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ, რაც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, 2023 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდზე მეტი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

პროექტის ,,ჩვენი ჯარი" ფარგლებში, ხონის N2 საჯარო სკოლას მე-5 საარტილერიო ბრიგადის
მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე ესტუმრა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანია გარდაცვლილი, რაც არქტიკულ ყინვასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური პირების განცხადებით, 34 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში. ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი მოყინულ გზაზე გადატრიალდა ქალაქ მერიტთან, ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი