ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც „The New Yorker“-ში შოკისმომგვრელი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი მის ოთხ ყოფილ პარტნიორ ქალს, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ბორის ჯონსონმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის საყვარელ დილის სატელევიზიო შოუში მოუწოდა არ გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანცლერი ანგელა მერკელი 18 მაისს სოჭს ესტუმრება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ გერმანიის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს პრემიერ მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარუდგინა განსახილველად.
ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზე, საცხოვრებელი რაიონის სიახლოვეს, კილუეას მთაზე ვულკანის ამოფრქვევამ 26 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, საფრთხის წინაშეა ასეულობით მეტი სახლი, იტყობინება BBC.
ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონების სამხედროებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში აღნიშნეს. საეკლესიო ღვთისმსახურება III და I ქვეითი ბრიგადების კაპელანებმა, დეკანოზმა გობრონმა და დავითმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში აღავლინეს.
მარტში რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩეული 65 წლის ვლადიმერ პუტინი, რომელიც ძალაუფლებაში 18 წლის განმავლობაში ხან პრეზიდენტის, ხან კი პრემიერ მინისტრის პოსტზე იმყოფება, ორშაბათს ფიცს დადებს.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აშან იქბალი დაჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ნაროვალში, სადაც იგი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგს ესწრებოდა. მას სულ მცირე ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.