ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავშვი დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ დისკუსია გამართეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც საქართველომ შეიძინა ან მომავალში შეიძენს, თვდაცვითი ხასიათის იარაღები იქნება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა.
„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“, რომლის შემადგენლობაშიც 57 მუსლიმური ქვეყანა შედის, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ საგანგებო სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში.
სამების ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა.
ალაბამას შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნებში დონალდ ტრამპის ფავორიტი როი მური დემოკრატმა დაგ ჯონსმა დაამარცხა. 63 წლის ყოფილი პროკურორი პირველი დემოკრატია ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელმაც ალაბამაში სენატის არჩევნები მოიგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.