ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები იმ სამხედრო მოწყობილობებით, რასაც ის აშშ-ისაგან ყიდულობს.
პენტაგონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულად განადგურების ერთადერთი გზა სახმელეთო დაპყრობის მეშვეობითაა შესაძლებელი.
სულ მცირე 27 ადამიანია მოკლული მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ტეხასის ეკლესიაში კვირას, წირვისას ცეცხლი გახსნა, განაცხადა პოლიციამ.
კვირა საღამოს მოსკოვის დიდი თეატრიდან, ანონიმური ზარის გამო, დაახლოებით 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა.
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და მისი ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ კიდევ ერთხელ მკაცრი რიტორიკა გამოიჩინა მას შემდეგ რაც იგი იაპონიაში ჩავიდა - განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან დაიცვან თავისუფლება. მან თქვა, რომ არც ერთმა „დიქტატორმა“ არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს ამერიკის გადაწყვეტილება.
საუდის არაბეთის ახალმა ანტი-კორუფციულმა ორგანომ 11 პრინცი დააპატიმრა, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ყოფილი მინისტრი, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა.
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონის და ოთხი მისი მოკავშირის, რომლებიც ბელგიაში იმყოფებიან, დაპატიმრების ორდერი გასცა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.