საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი შაბათს თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა.
საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულებში სისტემატური კორუფციისა და ქონების მითვისების მეშვეობით 100 მილიარდი აშშ დოლარი იქნა ბოროტად გამოყენებული.
რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მთლიანად არის დანგრეული 8 ბინა, რომელშიც 28 ადამიანი ცხოვრობდა.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მან დაამატა, რომ „დრო ახლა თანხმდება“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ იმ მიმართულებით, რომ დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.
საიდუმლო დოკუმენტში, რომელმაც გასულ კვირას გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ გაჟონა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო 2040 წლისთვის ყველაზე ცუდ სცენარს პროგნოზირებს. „ევროკავშირის გაფართოება დიდწილად მიტოვებულია, და უფრო მეტ სახელმწიფოებს აქვთ დატოვებული ორგანიზაცია... მზარდად უწესრიგოდ, ზოგჯერ ქაოტურად და კონფლიქტისკენ მიდრეკილად, მსოფლიომ კარდინალურად შეცვალა უსაფრთხოების გარემო“.
„ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა მას შემდეგ, რაც შუა ფრენის დროს გაშმაგებულმა ცოლმა აღმოაჩინა, რომ მის ქმარს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთში ჩავიდა. მოელიან რომ მასსა და ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემები ვაჭრობა და ჩრდილოეთ კორეა იქნება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან, მაშინ როცა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების „ბნელი ფანტაზია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.