გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა.
კანადის პრინც ედვარდის კუნძულზე "პოტენციური საფრთხის" გამო ყველა სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი, ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას.
დიდუბის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში ნოემბრის არჩევნებში ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს. ამის შესახებ BBC აშშ–ის ახალი ამბების ვებგვერდ Politico–ზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა "თავშესაფარი არ უნდა მისცეს ისეთ ტერორისტს", როგორიც ამერიკაში ბაზირებული სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენია და მისი აქტივობები უნდა აიკრძალოს მთელ მსოფლიოში.
"საუდის არაბეთის ავიახაზებმა" განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმფრინავი ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში „საფრთხის ქვეშ“ იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.